Monday, July 17, 2017

ტრენინგის რეფლექსია

ძალიან საინტერესო და შრომატევადი დღეები იყო. მე პირადად არ მქონია შემთხვევა რომ გამევლო მსგავსი ტრენინგი. მოღებულ ცოდნას კი უკვე გამოვიყენებ პრაქტიკაში როცა სკოლაში დავბრუნდები..


უღრმესი მადლობა ელენე ბეთლემიშვილს რომელიც ასე მონდომებით და დაუზარებლად მუშაობდა ამ ხნის განმავლობაში.

ჩემი პროექტი

ჩემი პროექტის საქაღალდე

მოსწავლის ნიმუში

Tuesday, July 11, 2017

მოსწავლის ნიმუში

მოსწავლის ნიმუშის შექმნა მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება იმისთვის რომ პროექტზე მუშაობისას მოსწავლემ ჩაინიშნოს საჭიროებები და პრობლემები. ამის შემდეგ გამიადვილდება  დახმარება მოსწავლეზე.





Wednesday, July 5, 2017

ჩემი იდეა

მოსწავლეები გაეცნობიან წყალში მობინადრე ცოცხალი ორგანიზმებს, კერძოდ დელფინს. როგორაა  შეგუებული ის წყალთან ცხოვრებას,როგორია მათი კომუნიკაცია ერთმანეთთან, როგორი აგებულებისაა და ა.შ. მოსწავლეები სხვადასხვა მასალების გამოყენებით შექმნიან მათ მოდელებს.


გთხოვთ, ვისაც გქონიათ მსგავს თემაზე პროექტი მომაწოდოთ სხვადასხვა იდეები, აქტივობები.

Wednesday, June 28, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები...

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.....საკვანძო კითხვების დასმა ხელს უწყობს, ავთენტურ საწავლებას, რაც უბიძგებს მოსწავლეებს უფრო მეტი შეკითხვების დასმისკენ. მოსწავლეები ინტერესით ეძებენ კითხვებზე სწორ პასუხებს, აყალიბებს მათ თვით რეგულირებად მოსწავლეებად..

Tuesday, June 27, 2017

მე-3 დღის რეფლქსია

პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს. იწვევს მეტ ინტერესებს და ზრდის მოტივაციას. სწავლობს პრობლემების გადაჭრას სხვადასხვა სირთულეების დროს. მუშაობის დროს ჩართულობა მაქსიმალურია. მოსწავლეს  უვითარებს საკუთარი თავისადმი რწმენას და რეალიზება. სწავლების მიმართ კი პოზიტიური დამოკიდებულებას..